მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიმდინარე წელს მარნეულში 8 სკოლა აშენდება 3-კი სრულად რეაბილიტირდება
04 ივნ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით,  8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, ხოლო  3- ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება;

ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხულდარაში,  შულავერში, ჯანდარში,  ცოფში, კასუმლოში,  ჩანახჩსა და  ქუთლიარში.  სოფელ  საბირკენდში სკოლის შენობის მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება;  

ძირებული რეაბილიტაცია უტარდებათ -  სოფელ კაპანახჩის, ყულარისა და ყიზილაჯლო №1 საჯარო სკოლას.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების  მიზნით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო  რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი,   მაჟორიტარი დეპუტატები,  თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე,  მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ  პირებთან ერთად;

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური განვითარების ფონდი, 59 ახალ სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ყველა პროექტი  ახალი სკოლის სტანდარტს შეესაბამება, რომლის ფარგლებშიც,  ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5337
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1603
სექ 19 სამ 2023
1853
ივლ 05 ოთხ 2023
2027
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031