მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე
09 მაი 2020
 

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით,  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფულადი ჯილდო და სასაჩუქრე კალათები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით,  მერის სარეზერვო ფონდიდან თითიოეულ  ვეტერანს, წელს დამატებით, სოციალური პროგრამიდან გაცემული  250 ლარის გარდა, 300 ლარის ოდენობით   ფულადი ჯილდოები გადაეცათ.   წელს თითოეულ ვეტერანზე და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში  6-ია, გაცემული  ფულადი თანხა,  550 ლარს შეადგენს.

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილეს.

მსურს  მივულოცო, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ვეტერანს, განსაკუთრებულად კი მარნეულში მცხოვრებ  სახელოვან ვეტერნებს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად.

როგორც  მარნეულის მერი და ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე  მადლიერებას გამოვხატავ და ქედს  ვიხრი  თითოეული მათგანის  თავდადების წინაშე, ხოლო  პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას.“-  მარნეულის მერი, ზაურ დარგალი;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 320
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031