მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საბჭოთა ოკუპაციის დღე მარნეულში
25 თებ 2020
 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,  მარნეულის კულტურის სახლში, ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც,  გამოიფინა სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული თემატური ნახატები და  ნაჩვენები იქნა  ქართული დოკუმენტური ფილმი.

"საქართველო, ასი წელი რუსეთის რევოლუციიდან" - ასე ჰქვია დოკუმენტურ სერიალს, რომელიც ტელეკომპანია „მარნეული ტვ“ - ს მიერაა შექმნილი და მოგვითხრობს, ჩვენი ქვეყნის რევოლუციამდე და რევოლუციის შემდგომ პერიოდს, მის გავლენებსა და შედეგებს.

დღევანდელ ღონისძიებას  თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სკოლის მოსწავლეები და  მუნიციპალიტეტის  თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მოგეხსენებათ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს იუნკერებმა სიცოცხლე სამშობლოს, საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს. მათ თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითი გვაჩვენეს და ამით თავიანთი სახელი სამარადისოდ უკვდავყვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 595
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031