მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა საჯაროდ წარადგინა.
პრეზენტაციის ფარგლებში, მერმა, ახალგაზრდული მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული პროგრამების შესახებ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია;
შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა, რომელსაც ადგილობრივი ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ახალგაზრდული საბჭოს შექმნა წარმოადგენს, რომელიც იქნება ახალგაზრდების ეფექტური მონაწილეობის მექანიზმი და სტრუქტურული დიალოგის ხელშეწყობი - თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის;
მუნიციპალიტეტი, ახალი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს, რომლის დასაფინანსებლად თვითმმართველობა 2020 წლის განმავლობაში დახარჯავს 60 000 ლარს.
იდეების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს, საინიციატივო ჯგუფებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს.
მრავალფეროვანი პროგრამა, ასევე მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორიცაა ლიდერთა სკოლა, საზაფხულო ბანაკები, მერის ჯილდო წარმატებულ სტუდენტებს და სხვა;
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა საჯაროდ წარადგინა
14 თებ 2020
მნახველთა რაოდენობა: 5933
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
324
აპრ 22 ოთხ 2020
15517
აპრ 22 შბ 2017
28707
იან 09 ორშ 2017
28301
აგვ 30 სამ 2016
30323
აგვ 27 შბ 2016
29614
სექ 02 პარ 2016
27998
აგვ 26 პარ 2016
27506
აგვ 30 სამ 2016
25674