მარნეულში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ.
სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. საგრანტო პროგრამა, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციას, ასევე შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტების გადაეცემას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, ვინსენტ დონტომ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. საგრანტო პროგრამა, 2019 წლის თებერვალში დაიწყო და 30 თვის განმავლობაში გრძელდება.
სიახლეები
მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
20 იან 2020
მნახველთა რაოდენობა: 5419
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15271
აპრ 22 შბ 2017
28404
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30105
აგვ 27 შბ 2016
29383
სექ 02 პარ 2016
27719
აგვ 26 პარ 2016
27265
აგვ 30 სამ 2016
25472
აგვ 25 ხუთ 2016
27493