მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სტიქიით დაზარალებულნი საგადასახადო ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ
18 ნოემ 2019
 

მარნეულში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები საგადასახადო ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ

2019 წლის ივლისის თვეში მოსული სტიქიის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაუზიანდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე არსებული ნათესები. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა განხორციელდა როგორც მერიაში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც, მოქალაქეებთან ერთად ადგილზე არსებულ ფაქტს, ქვემო ქართლში სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგენელიც სწავლობდა.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ შეისწავლა და შუამდგომლობით მიმართა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, რათა მოხდეს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობის აღრიცხული ნაწილის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, კანონით დადგენილი პირობის შესაბამისად ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. 80-ზე მეტი ოჯახი, რეკომენდაციის საფუძველზე, რომელთა ზარალი 50%-ზე მეტს შეადგენდა, გათავისუფლდა სგადასახადო ვალდებულებებისგან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხის თაობაზე დაზარალებულ მოქალაქეებს მერიაში, მერმა, ზაურ დარგალმა, მოადგილესთან ლაშა ლობჯანიძესთან და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან ერთად მოახსენა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 644
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031