მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერიამ ახალგაზრდა მოხალისეებს ექსკურსია მოუწყო
11 ნოემ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, ახალგაზრდა მარნეულელი მოხალისეებისთვის,  დმანისსა და ბოლნისში ექსკურსია მოაწყო.

მოხალისეებმა, ექსკურსიის ფარგლებში,  მეზობელ მუნიციპალიტეტეტებში არსებული  ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიას, ტურისტულ პოტენციალს გაეცვნენ.

აღსანიშნავია, რომ დმანისის  მუზეუმ-ნაკრძალში, მარნეულელ ახალგარზრდებს,  არქეოლოგმა და ისტორიკოსმა  ჯუმბერ კოპალიანმა უმასპინძლა, რომელიც 2000 წლიდან დმანისში არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ,  რომ მარნეულის მერიამ, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში, 150- მდე ადგილობრივი ახალგაზრდა მოხალისე ჩართო. მოხალისეებმა, სპეციალური კითხვარის მეშვეობით ყველა სოფლის მცხოვრებთა საჭიროება გამოიკითხეს. აღნიშნული აქტივობით, ახალგაზრდებმა,საკუთარი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2851
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930