მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში წლის ბოლომდე ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება.
ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცვნენ შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი დანიელ მიული, საქართელოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი და გაეროს განვითარების პროგრამის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები.
მარნეულში საქმიანი ვიზიტით მყოფ სტუმრებს მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა და მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ უმასპინძლეს.
კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამის „ რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით.
საზოგადოებრივი ცენტრი კაჩაგანისა და მიმდებარე ექვსი სოფლის − თაქალოს, ხანჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოსა და კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.
სიახლეები
სოფელ კაჩაგანში წლის ბოლომდე ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
08 ნოემ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5020
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
414
აპრ 22 ოთხ 2020
15587
აპრ 22 შბ 2017
28805
იან 09 ორშ 2017
28365
აგვ 30 სამ 2016
30375
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28075
აგვ 26 პარ 2016
27579
აგვ 30 სამ 2016
25722