მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ღია შეხვედრები მოსახლეობასთან ამჯერად ქალაქ მარნეულში შედგა
07 ნოემ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ღია შეხვედრები მოსახლეობასთან, ამჯერად ქალაქ მარნეულის უბნებსა და ქუჩებში შედგა.

მოსახლეობას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ძირითადი აქცენტი ადგილობრივების საჭიროებებზე გაკეთდა. აგრეთვე ერობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან დიალოგში, ქალაქის მასშტაბით დაგეგმილ და მიმდინარე  პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება. განიხილეს ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მარნეულში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობა, სასწრაფო სამედიცინო ცენტრისა და მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის სკვერის მშენებლობა. აგრეთვე ცენტრალური სტადიონის თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაცია.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობის  განვითარებისთვის, ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთობის პოზიტიურ ასპექტებზე. ასევე გადაწვეტილების მიღების პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობისთვის საჭირო მექანიზმების ეფექტიანად ფუნქციონირებასა და გაძლიერებაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 106
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930