მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში პრიორიტეტების დოკუმენტი მოსახლეობის ჩართულობით მზადდება
21 სექ 2019
 

მარნეულში, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და მოსახლეობის უშუალო ჩართულობით მზადდება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის'' წევრები მართავენ, სადაც დეტალურად ეცნობიან მოსახლეობის საჭიროებებს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტში ასახვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების მასობრივი გამოკითხვის პროცესში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150- მდე ახალგაზრდა მოხალისეც ჩაერთო, რომლებმაც, სპეციალური კითხვარის მეშვეობით ყველა სოფლის მცხოვრებთა საჭიროება გამოიკითხეს.

აღნიშნული მიმართულებით, მარნეულში განხორციელებული მასშტაბური აქტივობები, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ემსახურება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2558
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031