მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პრიორიტეტების დოკუმენტი, მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იქმნება.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ამჯერად საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის'' წევრვები მართავენ.
დღეს შეხვედრები სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შედგა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მოქალაქეებთან შეხვედრისას ყურადღება, პრიორიტეტების შერჩევასა და ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სადაც დეტალურად გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტში ასახვის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება ყველა ტერიტორიულ ერთეულში 2019 წლის 9 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით.
სიახლეები
მარნეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი მოსახლეობის ჩართულობით მზადდება
11 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4809
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
389
აპრ 22 ოთხ 2020
15570
აპრ 22 შბ 2017
28771
იან 09 ორშ 2017
28345
აგვ 30 სამ 2016
30361
აგვ 27 შბ 2016
29655
სექ 02 პარ 2016
28056
აგვ 26 პარ 2016
27559
აგვ 30 სამ 2016
25717