მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერმა, მოქალაქეთა გასვლითი მიღება ამჯერად კასუმლოში გამართა
06 აგვ 2019
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მოქალაქეთა გასვლითი მიღება,  ამჯერად კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

ზაურ დარგალმა მოქალაქეები სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში მიიღო, სადაც მათ წინაშე არსებული საჭიროებები მოისმინა და გადაჭრის გზებზე, მათთან ერთად იმსჯელა.

მოქალაქეთა მიერ  წამოჭრილი საკითხები  ძირითადად, სარწყავი წყლით უზრუნველყოფის  პრობლემას შეეხებოდა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა სოფელში ფიქსიდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  მერის თხოვნით ადგილზე  ჩავიდა  საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსი ალექსანდრე შუკაკიძე,  რომელმაც ადგილობრივებს სარწყავი წყლის  დებეტის რაციონალურად განაწილების  უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიის მიერ დადგენილი გეგმა- გრაფიკი გააცნო და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წარმოშობილ კითხვებს უპასუხა.

მერთან შეხვედრის დროს  ადგილობრივებმა ძირითადად ყურადღება მიწის ლეგალიზაციის პრობლემებზე გაამახვილეს, რაზედაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლისგან, კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

მოგახსენებთ, რომ მერი,  გასვლით შეხვედრებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს, რომლის მიზანი მოსახლეობასა და ადგილობრივ  თვითმმართველობას  შორის კომუნიკაციის გამარტივება წარმოადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1607
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829