მარნეულის მერი, ზაურ დარგალი დღეს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს გაეცნო.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, შიდა გზების რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე დაათვალიერა სოფელ ახლოლალოსა და სოფელ სეითგოჯალოში.
აღნიშნულ სოფლებში მერი, ადგილობრივებსაც შეხვდა და პროექტის განხორციელების ეტაპები პირადად გააცნო, აგრეთვე გამოიკითხა საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობას ამ ეტაპზე აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ გზების მოასფალტების სამუშოები ორივე სოფელში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სოფელ ახლოლალოში 826 მეტრის მოცულობის ხოლო, სეითგოჯალოში 1 100 მეტრი მოცულობის გზა იგება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 682 815 ლარია გათვალისწინებული.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, წელს სხვადასხვა სოფლებში, დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოების განხორციელება.
სიახლეები
მარნეულის მერი გზების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო
29 ივლ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5715
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
413
აპრ 22 ოთხ 2020
15586
აპრ 22 შბ 2017
28803
იან 09 ორშ 2017
28364
აგვ 30 სამ 2016
30374
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28075
აგვ 26 პარ 2016
27579
აგვ 30 სამ 2016
25721