მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ჟვანიას სკოლა ახალ სასწავლო კურსს იწყებს
22 ივლ 2019
 

სსიპ- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სააგენტოსა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომლის მიზანია, რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, აღნიშნული სკოლა იწყებს ახალი მიმართულებით სწავლის განხორციელებას.  

კერძოდ, პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების, სასულიერო პირები.

აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო ენის სწავლება ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟვანიას სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში დღეს, პროგრამის გახსნის პრეზენტაცია  შედგა, რომელსაც რელიგიის სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აგრეთვე  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ქვემო ქართლის მხარის პირველი  პირები, რელიგიური ლიდერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ახალი მიმართულებით სწავლა 3 თვეს მოიცავს, რომელიც ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და დმანისში განხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5098
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1918
სექ 19 სამ 2023
2155
ივლ 05 ოთხ 2023
2291
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930