მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდა მოჭადრაკე დავით გეგია დააჯილდოვა
28 ივნ 2019
 

დღეს,  მარნეულის მერიაში, მუნიციპალიტეტის სახელით, მერმა,  ზაურ დარგალმა და ამირან გიორგაძემ,  მადლობის სიგელი გადასცეს  ახალგაზრდა მარნეულელ მოჭადრაკეს, დავით გეგიას, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში ჭადრაკში,  წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი ულოცავთ დავითს აღნიშნულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალს საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოჭადრაკე, წლებია ჭადრაკს მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრის მხარდაჭერით,   წარმატებით ეუფლება და მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო.

იგი უახლოეს მომავალში აგრეთვე  იასპარეზებს ქალაქ ფოთში დაგეგმილ  საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალშიც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6079
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1717
სექ 19 სამ 2023
1964
ივლ 05 ოთხ 2023
2137
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031