მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები

 

2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტი“ იწყება
25 ივლ 2017
 

 დაგეგმე შენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი!
 მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა იწყებს 2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელებას.
პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე წლის 26 ივლისიდან დაიწყება და 2 აგვისტომდე გაგრძლდება.
 მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს მოგმართავთ თხოვნით მობრძანდეთ საინფორმაციო შეხვედრებზე და მონაწილეობა მიიღოთ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
 ერთად დავგეგმოთ 2018 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტი“
 საინფრომაციო შეხვედრების ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი იქნებიან პროექტის განხორციელების პროცესში. შეხვერების ჩატარების მიზნით, იმუშავეს სამი ჯგუფი პარალელურ რეჟიმში.
 გთავაზობთ შეხვედრების გეგმას:
I ჯგუფი
1. ქ.მარნეული; (26.07.2017, 11:00, გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, რუსთაველის ქუჩა №73 )
2. ყიზილ–აჯლო; (26.07.2017, 11:00, გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, რუსთაველის ქუჩა №73)
3. თამარისი ადმინისტრაციული ერთეული (თამარისი,
ალავარი, დიოკნისი) (26.07.2017, 13:30, თამარისის კულტურის სახლი)
4. წერეთელი ადმინისტრაციული ერთეული (წერეთელი, საიმერლო, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, ნორგიული) (26.07.2017, 16:00, ადმინისტრაციული შენობა)
5. ალგეთის ადმინისტრაციული ერთეული (ალგეთი,
საბირკენდი, თაზაკენდი, აზიზკენდი, გაჯისაკენდი) (27.07.2017, 11:00, ალგეთის პირველი საჯარო სკოლა)
6. ყულარი ადმინისტრაციული ერთეული (კირიხლო,
ზემო ყულარი, ქვემო ყულარი, წითელსოფელი, მარადისი, ბუდიონოვკა, დაშტაფა) (27.07.2017 14:00, ადმინისტრაციული შენობა)
7. შულავერი ადმინისტრაციული ერთეული (არაფლო, ახლომახმუდლო, ენიკენდი, სეიდგოჯალო, ზემო სარალი, ქვემო სარალი, იმირი, შულავერი,
იმირჭალა) (27.07.2017 16:00, ადმინისტრაციული შენობა)
II ჯგუფი
1. კასუმლო( კასუმლო,
აღმამედლო, ულაშლო, კუშჩუ, ბეითარაბჩი, ბაითალო) (31.07.2017, 11:00)
2. კაჩაგანი ( კაჩაგანი,
თაქალო, ხანჯიგაზლო, კირაჩ მუღანლო) (31.07.2017, 14:00)
3. ქუთლიარი (ბაიდარი, ქუთლიარი, დიდი მუღანლო, ლეჟბადინი, ხუტორ-ლეჯბადინი) (1.08.2017, 11:00)
4. კაპანახჩი (ამბაროვკა, ქეშალო, ილმაზლო, I ქესალო, II ქესალო, კაპანახჩი, ალგეთის მევენახეობა) (1.08.2017, 14:00)
5. შაუმიანი (შაუმიანი,
ახკულა, ხიხანი, ყუდრო) (2.08.2017 11:00)
6. წერაქვი (წერაქვი,
სიონი, ჯანხოში) (2.07.2017, 14:00)
III ჯგუფი
1. დამია–გეურარხი ( დამია-გეურარხი, ახლოლალო, კიროვკა, დამია) (31.07.2017, 11:00)
2. სადახლო ( სადახლო,
ხულდარა, მოლაოღლი, თაზაკენდი, ბურმა) (31.07.2017, 14:00)
3. ხოჯორნი (ხოჯორნი, ცოფი, გიულბახი, ბრდაზორი) (1.08.2017, 11:00)
4. ახკერპი (ახკერპი,
ულიანოვკა, ჩანახჩი) (1.08.2017 14:00)
5. ოფრეთი ( ოფრეთი, ხოხმელი) (1.08.2017 16:00)
‼ მოგახსნებთ, რომ წელს პროექტის განხორიცელების პასუხისმგებლობას უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს, პოლონელი ექსპერტების დამხარების გარეშე. ასევე, პროექტში შევიდა მცირე სახის ცვლილები, რომელიც აღნიშნულ შეხვედრებზე განემარტება თითოეულ მოქალაქეს.
 „სამოქალაქო ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომელიც მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებასა და ჩართულობას გულისხმობს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
მარნეულის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება და ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად თითოეული მაცხოვრებელის აქტიურობა და ინიციატივა პროცესის სრულყოფილად განხორციელებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მოდი შეხვედრაზე!
 შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, არსამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს!


 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5907
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2018 - სიახლეები
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031