მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერი საბჭო პროექტების განხილვის საბოლოო შედეგები
29 აგვ 2016
 

პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“  ბოლო ეტაპზე გადადის, რომელიც გულისხმობს პროექტების საბოლოო შერჩევას, ღია კენჭისყრის საფუძველზე.
ხმის მიცემის პროცედურები 30 აგვისტოდან დაიწყება და მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

როგორც იცით,  18 აგვისტოს შედგა  პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს ფარგლებში შექმნილი „სამოქალაქო ბიუჯეტის“  მხარდამჭერი საბჭოს სხდომა და მოეწყო  პროექტების დეტალური განხილვა.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხარდამჭერი საბჭო პროექტებს განიხილავს შემდეგი კრიტერიუმებით:
* სამართლებრივი ასპექტები;
* ტექნიკური ასპექტები;
* ფინანსური ასპექტები;
* პროექტის განხორციელების ვადები;
* ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს.

გთავაზობთ საბჭოს მიერ განხილული პროექტების საბოლოო  შედეგებს (PDF)
ცნობისთვის, წელს პროექტის ფარგლებში შემოვიდა 137 საპროექტო განაცხადი. პროექტების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 01 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტი დაიყო 6 ზონად. თითოეულ ზონაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 250 000 ლარი, რომელიც მოხმარდება მოქალაქეთა საპროექტო  განაცხადების განხორციელებას.
სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 1 500 000 ლარი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 11292
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930