მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო
15 დეკ 2020
 

კამპანიის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტეტში,  საინფორმაციო მასალები,  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ოჯახებში კარდაკარ პრინციპით  რიგდება.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით,  ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და  ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 698
 
 
 
სიახლეები
იან 26 სამ 2021
345
დეკ 09 ოთხ 2020
694
 
 
სიახლეები
2021 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031