დღეს, გაეროს განვითარების ორგანიზაციის ორგანიზებით, ქ. მარნეულში, სპორტულ კომპლექს ათა ჰოლდინგის ეზოში, პროექტ ,,ქვემო ქართლის რეგიონში ტურისტული ბიზნესის განვითარება, როგორც სიღარიბის დაძლევის და შემოსავლების გენერირების საშუალება“,- ში გამარჯვებული ბენეფიციარებისათვის შესყიდული ნივთების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
აღნიშნული პროექტი 2020 წლის იანვრიდან ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია, ქვემო ქართლის რეგიონში ტურისტული ბიზნესის განვითარება და მოქალაქეებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის ხელშეწყობა.
პროექტის სამოქმედო გეოგრაფიული არეალია ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტი (წალკა, დმანისი, რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, მარნეული)
პარალელურად, ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირმა“, პროექტის „სოფლად მცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია ჩაატარა.
ღონისძიებებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ.
სიახლეები
მარნეულში ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშოწყობისთვის ღონისძიება გაიმართა
19 ნოემ 2020
მნახველთა რაოდენობა: 3979
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15266
აპრ 22 შბ 2017
28402
იან 09 ორშ 2017
28059
აგვ 30 სამ 2016
30103
აგვ 27 შბ 2016
29381
სექ 02 პარ 2016
27716
აგვ 26 პარ 2016
27263
აგვ 30 სამ 2016
25470
აგვ 25 ხუთ 2016
27491