მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის კოლეჯში სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
15 ივლ 2020
 

მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის კოლეჯში,   სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა;  ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც 2020 წლის ახალი კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობდნენ მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში,  სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი,   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე,  კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ;

აღნიშნული ღონისძიების  მიზანს,  ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების მიმართ მადლიერების გამოხატვა და ამავდროულად, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 780
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930