მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერმა მარნეულის ცენტრალური სკვერი მოინახულა
24 ივნ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში,  მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის რეკრეაციული სივრცე, ოფიციალურად  მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაიხსნა.  სამწუხაროდ  ბოლო ერთი თვის განმავლობაში  სკვერში, სისტემატურად ფიქსირდება ვანდალური ფაქტები,  რომელიც გამოიხატება ტერიტორიაზე განთავსებული ინვენტარის და  მწვანე ნარგავების დაზიანებებით;

გამომდინარე აქედან,  მყისიერი რეაგირების მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებთან ერთად,  სკვერი დაათვალიერა და გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, სპეციალისტების მიერ, შეფასდა არსებული მდგომარეობა და გადანაწილდა  უახლოეს დღეებში გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელ ორგანოებსა და პირებზე;

ყოველივეზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა დაჩქარდეს რეკრეაციული სივრცის  მოვლა-შენახვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის საკითხის გადაჭრა, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ობიექტური მიზეზების გამო იქნა შეფერხებული.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე დგას სათვალთვალო კამერები, რომელიც ამუშავდება და სხვადასხვა ვანდალური ფაქტებისა და ინციდენტების პრევენციის მიზნით  დაიწყება ტერიტორიის მკაცრი კონტროლი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და  გაუფრთხილდნენ   გარემოს და მუნიციპალიტეტის იერ- სახეს, ვინაიდან აღნიშნული სკვერი ჩვენი მუნიციპალიტეტის „სავიზიტო ბარათია“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4762
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1904
სექ 19 სამ 2023
2142
ივლ 05 ოთხ 2023
2278
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930