მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქეთი აბაშიძე - მოხალისე მარნეულიდან
06 აპრ 2020
 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი. ადგილობრივი ახალგაზრდები წარმატებით ჩაერთვნენ მოხალისეობრივ საქმიანობაში.

პროფესიით მსახიობი, ქეთი აბაშიძის ყოველდღიური რეჟიმი 2 კვირის წინ შეიცვალა, როდესაც მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. საქართველოში კი ეს გამოწვევა ყველაზე მძაფრად მის მუნიციპალიტეტს, მარნეულს შეეხო.

მოგახსენებთ, რომ ქეთი, წითელი ჯვრის ორგანიზაციის მოხალისე გახლავთ. მან უსაფრთოების გადამზადება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამ ორგანიზაციაში გაიარა. თვითონ კი მარნეულელი მოხალისეები გადაამზადა პანდემიის დროს, უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ქეთი მარნეულის მოხალისეებთან ერთად აქტიურ საინფორმაციო კამპანიაშია ჩართული. ქალაქში და სოფლებში წითელი ჯვრის რეკომენდაციების გათვალისწინებით და დაცვით, მოსახლეობაში საინფორმაციო ფლაერებსა და ბუკლეტებს არიგებს.


მოხალისე დარწმუნებულია, რომ თანამოქალაქეებთან ერთად ახალ გამოწვევას მალე დაამარცხებს და მსოფლიო ისევ დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1900
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031