მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებისა და ამ მიმართულებით ნაწარმოები კამპანია „დარჩი სახლში“-ის ფარგლებში, შ.პ.ს „ჯენეტმა“ 50- ოჯახი სასურსათო პრუდუქტითა და ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგა.
კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, საქველმოქმედო აქტივობის განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ. აღნიშნული შ.პ.ს ამჯერად ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტებით დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, არაერთმა ადგილობრივმა მეწარმემ თუ კერძო პირმა, საქველმოქმედო აქტივობები განახორციელეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდით თითოეულ მეწარმეს და კერძო პირს გამოხატული საქველმოქმედო ინიციატივისთვის.
სიახლეები
შ.პ.ს „ჯენეტი“ 50 ოჯახს სურსათითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა
02 აპრ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2154
სიახლეები

















