24 ნოემბერს, ქალაქ მარნეულში, სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში“, გაიმართა თენგიზ ნავერიანის სახელობის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი 2003-2005 წლებში დაბადებულ ძიუდოისტ ვაჟებს შორის, I ლიგა".
ჩემპიონატზე მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 20 გუნდმა იასპარეზა. მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის წარმომადგენელმა ახალგაზრდა ძიუდოისტებმა.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა. რაც გუნდებს შორის მიღწეული შედეგების მიხედვით გადანაწილდა.
საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბი გახდა, რომელიც 10 000 ლარით დაჯილდოვდა. მე-2 ადგილზე კლუბი განთიადი გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი კლუბი ხაბარელი და კლუბი ბაგრატი 2015 გახდა.
ღონისძიებას მარნეულის მერი ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები - თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა, რომელიც 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება და იგი, ქვემო ქართლის რეგიონში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის ოსტატის თენგიზ ნავერიანის ხსოვნას ეძღვნება.
ტურნირის მიზანია – ძიუდოს პოპულარიზაცია, ძიუდოს კლუბური სისტემის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ჩემპიონატს ორგანიზატორებას უწევდნენ: საქართველოს განათლების,, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია; ძიუდოს ეროვნული ფედერაცია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა.
სიახლეები
მარნეულმა ძიუდოს ჩემიონატს უმასპინძლა
24 ნოემ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5490
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
409
აპრ 22 ოთხ 2020
15584
აპრ 22 შბ 2017
28799
იან 09 ორშ 2017
28362
აგვ 30 სამ 2016
30373
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28073
აგვ 26 პარ 2016
27577
აგვ 30 სამ 2016
25721