დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, მერიაში ქალაქ მარნეულის საჯარო სკოლებისა და სოფელ ჯანდარისა და ყიზილაჯლოს საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელებს შეხვდა.
შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმის ფორმატში ჩატარდა, ახალგაზრდებმა მერს მათი საჭიროებებისა და იდეების შესახებ მოახსენეს, ზაურ დარგალმა კი, ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში 2020 წლისთვის დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ ზოგადი ინფორმაცია გააცნო.
საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, ეტაპობრივად გაიმართება.
სიახლეები
მერიაში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
08 ნოემ 2019
მნახველთა რაოდენობა: 502
სიახლეები

















