მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ საიმერლოში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
16 ოქტ 2019
 

მარნეულს,  სკოლამდელი აღზრდის კიდევ ერთი ახალი დაწესებულება შეემატა. თანამედროვე სტანდარტების ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, სოფელ  საიმერლოში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, სადაც საბავშვო ჯგუფებთან ერთად,  განთავსებულია სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა,   რისთვისაც დაახლოებით 600  000 ლარი დაიხარჯა.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას,  ქვემო ქართლის მხარისა და ადგილობრივი  თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდნენ. 

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბაღის ეზოც, დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, განთავსდა  სკამები და დამონტაჟდა გარე განათებები.

აღსანიშნავია, ახალი საბავშვო ბაღი  სკოლამდელი განათლების სერვისის მიწოდებას, უზრუნველყოფს   როგორც სოფელ საიმერლოს, ისე ახლოს მდებარე სოფლის  მცხოვრები ოჯახებთვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1733
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031