მარნეულმა, დღეს ტრადიციადქცეულ ღვინის ფესტივალს, - „მარნეული-ღვინის აკვანი”, უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს უკვე მეოთხედ, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
თემატურ აქტივობებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი,მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი, და რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირები.
ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა და მცირე, ოჯახური ტიპის მარნებმა. მოეწყო თაფლის, ყველის და სხვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციულად წელსაც საწნახელში დაიწურა ყურძენი, ჩატარდა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
„გადაჭრილ გორაზე", მოეწყო ფოტო-გამოფენა, სადაც დამთვალიერებლებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდენენ ისტორიულ ცნობებს გორა-ნამოსახლარისა და მსოფლიოში მეღვინეობის პირველადი კერის შესახებ.
სიახლეები
მარნეულმა ტრადიციადქცეულ ღვინის ფესტივალს უმასპინძლა
10 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4891
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
406
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28791
იან 09 ორშ 2017
28359
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29662
სექ 02 პარ 2016
28068
აგვ 26 პარ 2016
27571
აგვ 30 სამ 2016
25719