მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულმა საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა
26 აგვ 2019
 

მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ დაიხურა.

სოფელ წერაქვმა, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 600 ახალგაზრდას უმასპინძლა.

საზაფხულო ბანაკები, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ, საქართველოს მასშტაბით 8 რეგიონში გამართა და მასში მონაწილეობა 15 000 ახალგაზრდამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბანაკის პროგრამა „გაიცანი საქართველო“ - სხვადასხვა აქტივობებს მათ შორის, საგანმანათლებლო ლექციებს  და ექსკურსიებს მოიცავდა, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალის გაცნობა და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაციას წარმოადგენდა.

ბანაკის დახურვის ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდული ბანაკის დასრულება საჰაერო ფრანებითა და ფოიერვერკით აღნიშნეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5929
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1916
სექ 19 სამ 2023
2154
ივლ 05 ოთხ 2023
2290
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930