მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, სასმელი წყლის სისტემების მოწყობის მასშტაბური პროექტი დასრულდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალსადენის ახალი ქსელები, რომლის სიგრძე დაახლოებით 29 კმ-ია. აშენდა ახალი რეზერვუარი და არსებულ სატუმბ სადგურში დამატებითი ტუმბოს მონტაჟი განხორციელდა, რომელიც უზრუნველყოფს სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის 2500 აბონენტის სასმელი წყლით მომარაგებას.
პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 305 935 ლარია.
დასრულებული პროექტი ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა. პუნიციპალიტეტის პირველმა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სადახლოელებს პირადად მიულოცა.
სიახლეები
მარნეულის სოფელ სადახლოში 2500 აბონენტი სასმელი წყლით მომარაგდა
22 აგვ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5258
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
405
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28789
იან 09 ორშ 2017
28356
აგვ 30 სამ 2016
30370
აგვ 27 შბ 2016
29661
სექ 02 პარ 2016
28067
აგვ 26 პარ 2016
27570
აგვ 30 სამ 2016
25718