მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

მარნეულში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
16 აპრ 2019
 

მარნეულში, სოფელ დამია-გეურარხში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების დასკვნითი ეტაპი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

მოგახსენებთ, რომ მდინარეს უკვე შეეცვალა კალაპოტი, ამ ეტაპისთვის კი ეწყობა ქვის გაბიონები, რომელმაც მდინარე ადიდების დროს უნდა შეაკავოს.

აღნიშნული პროექტის სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 511 957 ლარი იქნა გამოყოფილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა და პროექტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებულ სოფელში მდინარის ადიდების შედეგად ნადგურდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4848
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4869
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930