მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გუბერნატორმა მოინახულა
03 აგვ 2017
 

3 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან, ალექსანდრე მეტრეველთან და ზაურ დარგალთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან, ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან ლერი ფანგანთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. გუბერნატორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქვემო სარალშო სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები და დასრულებული სასმელი წყლის რეზერვუარი მოინახულა. რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ ნორგიულშიც იმყოფებოდნენ, სადაც შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4413
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4886
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930