მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტი 2016“ –ის ფარგლებში სადახლოში სკვერი მოეწყო
15 მაი 2017
 

პროექტ “სამოქალქო ბიუჯეტის” ფარგლებში სოფელ სადახლოში, სამამულო ომში დაღუპული გმირების სახელობის სკვერს,  მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში მემორიალზე აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, – მოეწყო ახალი ბეტონის ქვაფენილი და ბორდიური.  სკვერში არსებულ შადრევანზე და ფასადურ კედლებზე  განახლდა დაზიანებული ფილები. საპროექტო ტერიტორიაზე ასევე დაიდგა სკამები, სანაგვე ურნები და აღდგა სკვერში არსებული ლამპიონები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეის ავტორი სადახლოში მცხოვრები ხალიდა გახრამანოვაა, რომელმაც 2015 წელს შემოიტანა საპროექტო განაცხადი. პროექტმა მოქალაქეების მხრიდან სრული მხარდაჭერა მოიპოვა და გაიმარჯვა.
აღნიშნული პროექტი 87 653 ლარით სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმია, რომელიც  2015 წელს დაინერგა მარნეულის მუნიციპალიტეტში და გულისხმობს მოსახლეობის მონაწილეობას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5266
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4866
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930