მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

შაუმიანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები
31 იან 2017
 

გასულ წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადსხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით სოფელ შაუმიანში, დევნილების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყო. რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ელექტრო სისტემა, განთავსდა   სკამები და საბავშო საქანელა, რესტავრაცია ჩაუტარდა აიწონა-დაიწონას და  დაიდგა სანაგვე ურნები. ინფრასტრუქურული პროექტის ღირებულებამ 22 418 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სოფელ ახკულაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მგზავრებისთვის მოეწყო მოსაცდელი.  პროექტის ღირებულება 5 024 ლარს შეადგენს.
აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში სოფელ შაუმიანში და სოფელ ხიხანში მოეწყო ქუჩების გარე განათების სისტემები (პროექტის ღირებულება  შაუმიანში - 38076, ხოლო ხიხანში 8861 ლარს შეადგენს.)
2016 წელს მოხდა სოფელ ყუდროსთან მისასვლელი, სამიკილომეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია, რომელიც აღნიშნული გზის  მონაკვეთისმოხრეშვას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში 12 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან ყველა ადგილობრივი. პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20000 ლარი ხოლო სოფლის პროგრამის ფარგლებში,  4500 ლარი გამოიყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 660 ლარით დაფინანსდა სოფელ შაუმიანში  სპორტული მოედნის კეთლომწყობა/რეაბილიტაცია, რომელიც მოედნის ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის ჭიშკრისა და ორ იარუსიანი მაყურებელთა ტრიბუნის მოწყობასა და მთლიანად მოედნის შემოღობვას ითვალისწინებდა. მოხდა არსებული ფეხბურთის კარების ძელების აღდგენა/შეღებვა, ფრენბურთისა და ფეხბურთის ბადეების შეძენა და მოეწყო ფრენბურთის ბადის ლითონის დგარები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5411
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4815
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031