ხელისუფლებასთან დაკავშირება
პროექტები
აუქციონები
ბიუჯეტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით 2023 სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300-მდე ბავშვს სასკოლო ჩანთები და სასწავლო/საკანცელარიო ნივთები დაურიგდათ.
სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან ჰუმანიტარული ტვირთი გურიაში ერთდროულად გაიგზავნა.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანიის განხილვას დაეთმო. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის საკითხებზე.
დელეგატმა ექსპერტებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს, შემდეგ კი მარნეულის N3 საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, სადაც მზის ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია მოხდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში საქართველოს ისტორიის თემატიკაზე საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელსაც პროფესორი ეკატერინე კვაჭანტირაძე უძღვებოდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა, ყაზახეთიდან დაბრუნებულ მარნეულელ სპორტსმენს აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სადახლოს №1 საჯარო სკოლაში წარმატებული აბიტურიენტების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ.
წელს, სადახლოდან 98-მა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. მათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, შეხვედრები გამართა ქალაქ კოსტანაის და კოსტანაის ოლქის ნაურზუმის რაიონის აკიმატის ხელმძღვანელ პირებთან.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული პროფესიული საჯარო მოხელეების ვაკანტურ პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის - ზეპირი დავალებისა და გასაუბრების განრიგი
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ წარდგენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში 220/110 კვ „მარნეული“-ს ქვესადგურის გაფართოების (500 კვ ფართით) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიში.
გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის 16 აგვისტოს გამოაცხადა დახურული და ღია კონკურსი. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების მიიღება ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge), მხოლოდ ელექტრონული ფორმით, 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტი USAID -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, იწყებს მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების პროცესს. კვლევის ფარგლებში ჩატარდება ორი ფოკუს ჯგუფი. მიღებული შედეგები დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ საქმიანობა და მონაწილეობითი დემოკრატიის ხარისხი.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში შეტანილი პრიორიტეტული საკითხების პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტი მოიცავს საშუალოვადიან პერიოდში მუნიციპალიტეტის დასაგეგმ შემოსავლებს, გადასახადების, ასევე, პრიორიტეტებზე (პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე) გათვალისწინებულ თანხის ოდენობებს.
ურეკის 7 დღიანი ბანაკის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: პეინტბოლში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში ბოჩა, მჯდომარე ფრენბურთში, მკლავჭიდში, მშვილდოსნობაში, დომინოსა და ნარდში, წოლჭიმში, როგორც გუნდურ ისე ინდივიდუალურ დისციპლინებში.
გზშ-ის მომზადების პირველ ეტაპს წარმოადგენს სკოპინგის ანგარიში (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს), რომლის საჯარო განხილვა გაიმართება 2023 წლის 21 აგვისტოს 14 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, 14:00 საათზე, ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართება, რომელიც მოიცავს საშუალოვადიან პერიოდში მუნიციპალიტეტის დასაგეგმ შემოსავლებს, გადასახდელებს, ასევე, პრიორიტეტებზე (პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე) გათვალისწინებულ თანხის ოდენობებს.
მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე დამოუკიდებელ კონსულტანტს ადამიანის უფლებებისა და განვითარების სფეროში, ბრიტა შვეაიგოფერს შეხვდა.
თათბირზე განიხილეს სამსახურებში არსებული საჭიროებები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
საქართველოს კანონი ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
მარნეულის მუნიციპალიტეტი