მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

განცხადება - საჯარო განხილვისთვის
29 აპრ 2021
 

 გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდი“-ს (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ში №1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და №12-№34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაციის პროექტი


2021 წლის 18 მარტს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სამინისტროში წარმოდგენილ იქნა გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდი“-ს (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ში №1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და №12-№34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და თანდართული დოკუმენტაცია.

 გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებული იქნა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31678)

 ამასთან დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად მითითებული ვადის  (2021 წლის 24 მაისის ჩათვლით) ნაცვლად, შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 2 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ალავერდი“-ს (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ში №1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს ,,მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და №12-№34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის  დრო და ადგილი:

• 2021 წლის 17 მაისი 10:00 საათი, გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

• 2021 წლის 17 მაისი 15:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, კაპანახჩის სათემოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

• 2021 წლის 18 მაისი 11:00 საათი მარნეულის მუნიციპალიტეტი, ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

• 2021 წლის 18 მაისი 15:00 საათი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა


"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება შესაბამისი მუნიციპალიტეტების შენობებში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ტომი 1

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ტომი 2

არატექნიკური რეზიუმე

Shp ფაილები


 
 
მნახველთა რაოდენობა: 1746
 
 
 
განცხადება
თებ 17 პარ 2023
286
იან 16 ორშ 2023
325
იან 10 სამ 2023
313
ნოემ 07 ორშ 2022
531
ოქტ 20 ხუთ 2022
510
აგვ 16 სამ 2022
1164
აგვ 04 ხუთ 2022
850
ივნ 24 პარ 2022
814
ივნ 20 ორშ 2022
805
ივნ 07 სამ 2022
781
აპრ 06 ოთხ 2022
888
მარ 31 ხუთ 2022
1189
ნოემ 15 ორშ 2021
1334
 
     
    სიახლეები
    2023 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930