მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ეს მარნეულის მუნიციპალიტეტია

 

მწვანე გორა
16 ივლ 2015
 

ბუნებრივი მწვანე ბორცვი მარნეულის მუნიციპალიტეტში, დებედას ხეობაში, სოფელ კიროვკას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც არქეოლოგიურ ობიექტს  წარმოადგენს. ამ დრომდე აქ არქეოლგიური სამუშაოები არ წარმოებულა.  აღნიშნულ ადგილზე 2014 წელს ჩატარდა დაზვერვითი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწის ზედაპირზე აიკრიფა ძირითადად შავპრიალა ზედაპირის მქონე კერამიკის ჭურჭლის ფრაგმენტები, ამასთანავე ბორცვის სამხრეთი ფერდის ზედაპირზე დაფიქსირდა სავარაუდო კედლის კონტურები.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 22 ივნისიდან– 4 ივლისის ჩათვლით არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტების ერთობლივად აწარმოებდნენ.
სპეციალისტების განცხადებით, მოპოვებული კერამიკული მასალის მიხედვით,  ბორცვი გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნამოსახლარს უნდა წარმოადგენდეს, რადგან  ნაპოვნია კერამიკის და საცხოვრებლების ფრაგმენტები, ნამოსახლარის გარშემო  კი არის თავდაცვითი ქვის გალავნის ფრაგმენტები.
დღეისათვის მწვანე გორა ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ისტორიულ/არქეოლოგიური ძეგლია მარნეულის მუნიციპალიტეტში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3117
 
 
 
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031