მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ეს მარნეულის მუნიციპალიტეტია

 

სოფელი წერაქვი
08 ივლ 2015
 

სოფელი წერაქვი შულავრის წყლის მარცხენა შენაკადის ხევის სათავეებში მდებარეობს, მარნეულიდან 40 კმ-ის დაშორებით.  წერაქვი იყოფა ზემო და ქვემო სოფლებად. ქვემო წერაქვი შულავრის წყლის მარცხენა შენაკადის ხევის სათავეებში  მდებარეობს , ხოლო ზემო წერაქვი კი დღევანდელი დასახლებული სოფელია.

სოფლის სახელწოდება  უკავშირდება უძველეს სამუშაო იარაღს წერაქვს. სოფელი  წერაქვი გამოირჩევა კლდეებით და ამიტომ მოსახლეობას წერაქვის გამოყენებით უხდებოდა  კლდოვანი ადგილების ვაკედ ქცევა  და    სწორედ ამიტომ  სოფელს დაერქვა  წერაქვი.
1643 წლით დათარიღებული საბუთის მიხედვით, შულავრის ხევის ზემო წერაქვი როსტომ მეფემ მისცა  გოგიბაშვილებს.
XVIII საუკუნის მიწურულს ზემო წერაქვი ბარათაშვილებსა და გოსტაშაბიშვილებს ეკუთვნოდა. აქვეა გვიანი საუკუნეების დარბაზული ეკლესია. გორაკზე შემორჩენილია ნაეკლესიარი, რომელსაც ირგვლივ ქვის ღობე  ე.წ ყორე ევლება. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ნაეკლესიარს კვირაცხოველს უწოდებენ, რომელიც განახლდა 2007 წელს.  მოსახლეობა ამ ადგილას კვირაცხოვლობას აღნიშნავს.
სოფლის ძველ სასაფლაოზე აოსის 1626 წლით დათარიღებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა , რომელსაც რესტავრაცია 2010 წელს ჩაუტარდა.
დღეის მონაცემებით,  სოფელი დასახლებულია 60-70 კომლით, მათ შორის არიან ეკომიგრანტები სვანეთიდან. აქვე არის მწერალთა კავშირის აგარაკებიც. წერაქვის დღევანდელი მკვიდრნი არიან: ბურნაძეები, მაისურაძეები, ბოსტოღაშვილები, კვიციანები, ხაფთანები და სხვა.
სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, მედ . პუნქტი  და კულტურის სახლი.
წერაქვის ერთ-ერთი ღირსშესანიშანობაა მიხეილ ჯავახიშვილის სახლმუზეუმი. აღსანიშნავია, რომ ქართველთა საამაყო მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ წერაქვიდან იყო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 9039
 
 
 
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031