მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა ელექტრონული პროგრამის დანერგვისთვის ჯილდო მიიღო
25 ოქტ 2022
 

მარნეულის მერი კენან ომაროვი 21-23 ოქტომბერს, კაჭრეთში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XIII ყოველწლიურ ყრილობას, სახელწოდებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“, დაესწრო.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ (სათეფა) და სოლიდარობის ფონდ PL-ის (SFPL) ფილიალმა საქართველოში.

ყრილობის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა მიიღო ჯილდო, ქონების მართვის ელექტრონული პროგრამის „eproperty“ დანერგვისა და აქტიური გამოყენებისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე ამერიკის, კანადის და ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციების წარმომადგენლებმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1002
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
282
ნოემ 22 სამ 2022
714
 
 
სიახლეები
2023 თებერვალი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728