მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის კამპანიას
02 მარ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის კენან ომაროვის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის კამპანიას.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ასევე სკოლების,  არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით, უკრაინელი ხალხისთვის სხვადასხვა სახის ნივთები, მედიკამენტები და არამალფუჭებადი პროდუქტები შეგროვდა.

გამოიყო თანხა მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც პირველადი მოხმარების ნივთებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას მოხმარდა.

ჰუმანიტარული პროდუქტების შეგროვების პროცესს მერი, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე პირადად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2492
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1918
სექ 19 სამ 2023
2157
ივლ 05 ოთხ 2023
2291
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930