მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით გაზრდილ უფლება- მოსილებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებმა, აღნიშნული მიმართულებით დაკისრებული ფუნქცია- მოვალეობების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საინფორმაციო შეხვედრას, მერიის ხელმძღვანელი პირები, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა(ა)იპ ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს, მუნიციპალიტეტის მიერ ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების და ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კუთხით შემუშავებული სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენდა.
ახალი მუნიციპალური სერვისის დახვეწის მიზნით, მსგავსი შეხვედრები აღნიშნულ საკითხზებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მომავალშიც იგეგმება.
სიახლეები
ბავშვების უფლკებელის დაცვის კუთით ახალი სერვისი შემუშავდა
05 თებ 2021
მნახველთა რაოდენობა: 561
სიახლეები

















