მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ღია კარის დღე „ლომთაგორა 2020“
13 ივნ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ლომთაგორა“-ს ორგანიზებით, ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე „ლომთაგორა 2020“ გაიმართა

ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოს საუკეთესო, სასელექციო 100-მდე სახეობის ხორბლის ჯიში, ისე ქართული ადგილობრივი სელექციისა და ენდემურ-აბორიგენული, გვალვაგამძლე და ვირუსების მიმართ გამძლე ჯიშები.

ღონისძიების ფარგლებში, ხორბლის მოყვანის ახალი ტექნოლოგიის დემონსტრირება მოხდა. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება-დანერგვით, შესაძლებელი იქნება ქვეყნის საშუალო მოსავლიანობის 4-5 ტონა/ჰექტარზე გაზრდა.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ კომპანიის ნაკვეთებზე დათესილ ქართული ხორბლის ისეთ ენდემურ ჯიშებს, როგორებიცაა: შავფხა, მახა, თეთრი დიკა, შავი დიკა, ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, წითელი დოლი, კორბოულის დოლი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ კატალოგში ხორბლის ჯიში ,,ლომთაგორა 126“ შევიდა. წელს, ჯიშთა გამოცდას სარეგისტრაციოდ კიდევ 3 ჯიში გადაეცემა.

ღია კარის დღეს, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, გიორგი ხანიშვილი და ხატია წილოსანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, მოადგილე ზაურ ტაბატაძესთან ერთად, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დარგის მეცნიერები და ფერმერები ესწრებოდნენ.

შპს „ლომთაგორა“ 2013 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტის დახმარებით აშენდა მარცვლეულის შესანახი საწყობი, რომლის მოცულობა 2 000 ტონას შეადგენს. მოეწყო თესლის გადამმუშავებელი ქარხანა, რომლის წარმადობა სეზონზე შეადგენს 5000 ტონას, რაც საშუალოდ, 20 000 ჰექტარზე დასათეს სერტიფიცირებული ხორბლის მასალას უზრუნველყოფს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 715
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31