მარნეულის მერი, ზაურ დაგალი და საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსი, ალექსანდრე შუკაკიძე, დღეს, კასუმლოს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და წყლის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების საჭიროებებს ადგილზე გაეცნვნენ.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად, ადგილობრივებს ზაფხულის სეზონზე, წყლის დებეტის სიმცირის გამო, პრობლემები ექმნებათ. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ადგილობრივ მოსალხოებასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე ერთობლივად იმსჯელეს და მოსაზრებები შეაჯერეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე, მუნიციპალური შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალი“-ის ხელმძღვანელი პირები და თვითმმართველობის თანამშრომლები.
სიახლეები
შეხვედრა სოფელ კასუმლოს მოსახლეობასთან
09 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 4935
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
420
აპრ 22 ოთხ 2020
15591
აპრ 22 შბ 2017
28815
იან 09 ორშ 2017
28373
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29667
სექ 02 პარ 2016
28081
აგვ 26 პარ 2016
27585
აგვ 30 სამ 2016
25724