საზეიმო მსვლელობა, რომელიც მე– 7 წელია ტრადიციად იქცა, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი უძღვებოდა.
საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და ეკლესიის მრევლმა.
ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩა ფეხით გაიარეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმაც შეიტანეს წვლილი და ალილოს მონაწილეებს ტკბილეული, სურსათი და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.
ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მსვლელობის შემდეგ, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა თემატური ღონისძიებაც.
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.
სიახლეები
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულში დღეს ტრადიციული ალილო მოეწყო
07 იან 2020
მნახველთა რაოდენობა: 5778
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
334
აპრ 22 ოთხ 2020
15536
აპრ 22 შბ 2017
28723
იან 09 ორშ 2017
28312
აგვ 30 სამ 2016
30335
აგვ 27 შბ 2016
29627
სექ 02 პარ 2016
28012
აგვ 26 პარ 2016
27521
აგვ 30 სამ 2016
25688