26 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, უდიდესი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ეხილა პერფომანსი, - "უცნობი თანამოსაკნის მონათხრობი", სადაც მწერლის დღემდე უცნობი ამბები, უცნობი პატიმრის მოგონებებით მონათხრობი ისტორიები გაცოცხლდა. ასევე ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მიხეილ ჯავახიშვილთან დაკავშირებით, მარნეულელი ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.
სალონურ საღამოს, მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები, საზოგადო მოღვაწეები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სახელით, დიდი ქართველი მწერლის ბიუსტი, ყვავილების გვირგვინით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ;
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მარნეულის მერიისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
სიახლეები
მარნეულში მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
26 ნოემ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5416
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
390
აპრ 22 ოთხ 2020
15570
აპრ 22 შბ 2017
28772
იან 09 ორშ 2017
28347
აგვ 30 სამ 2016
30364
აგვ 27 შბ 2016
29655
სექ 02 პარ 2016
28056
აგვ 26 პარ 2016
27559
აგვ 30 სამ 2016
25717