ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სამხარეო ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ფერმერებსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესახებ ესაუბრნენ.
შეხვედრაზე მყოფთ, სიტყვით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა მიმართა და წამოწყებული საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხები დიალოგის რეჟიმში განიხილეს.
სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამების შესახებ
26 ნოემ 2019
მნახველთა რაოდენობა: 3125
სიახლეები

















