მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ კაჩაგანში წლის ბოლომდე ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
08 ნოემ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში წლის ბოლომდე ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება.

ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცვნენ შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი დანიელ მიული, საქართელოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი და გაეროს განვითარების პროგრამის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები.

მარნეულში საქმიანი ვიზიტით მყოფ  სტუმრებს  მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა და მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ უმასპინძლეს.

კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამის „ რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით.

საზოგადოებრივი ცენტრი კაჩაგანისა და მიმდებარე ექვსი სოფლის − თაქალოს, ხანჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოსა და კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1916
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930