მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ღია შეხვედრის ფარგლებში გამოკვეთილ პრობლემებს რეაგირება მოჰყვა
31 ოქტ 2019
 

პროექტს „ღია შეხვედრების“  ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი პრობლემებიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა სოფელ ზემო ყულარში, სოფლის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის არარსებობა. მოსახლეობის მიერ აღნიშნული საკითხის დაყენების შემდეგ, მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, პრობლემა მყისიერად იქნა გადაჭრილი. დღეის მდგომარეობით აღნიშნული საჭიროება მოგვარებულია. სოფელში არსებულ რეზერვუარზე დაერთდა ახალი მილები და ყულარის საჯარო სკოლას მიეწოდება სასმელი წყალი.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგომ მყისიერად გადაიჭრა, სოფელ ულაშლოს მოსახლეობის მხრიდან დაყენებული პრობლემური საკითხიც, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის თაობაზე.

რამდენიმე დღეა, სოფელ ულაშლოს მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის. რაც აქამდე სოფელში შიდა გზის  არარსებობის გამო ვერ ხერხდებოდა. აღნიშნულ სოფელში ასფალტის საფარი მიმდინარე წელს დაიგო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2025
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031