მარნეული ტრადიციადქცეული საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი „One Caucasus“ გრანდიოზული კონცერტით დაიხურა და მარნეულს ერთი წლით დაემშვიდობა.
წელს ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში მუსიკოსები, მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, მათ შორის: აზერბაიჯანიდან, ბენინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, სენეგალიდან, სომხეთიდან , უკრაინიდან და შოტლანდიიდან იღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, რომელიც 22 აგვისტოდან 25 აგვისტომდე, სოფელ წერაქვში მიმდინარეობდა, სხვადასხვა კულტურის წამომადგენელ, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევდა ერთმანეთს შეხვდროდნენ და შეექმნათ საერთო მუსიკალური პროექტები.
საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus გრძელვადიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას შემოქმედებითი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის.
One Caucasus-ის მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.
ფესტივალის დახურვას ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, მეზობელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სიახლეები
ფესტივალი „One Caucasus“ მარნეულს ერთი წლით დაემშვიდობა
26 აგვ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5065
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
342
აპრ 22 ოთხ 2020
15543
აპრ 22 შბ 2017
28735
იან 09 ორშ 2017
28319
აგვ 30 სამ 2016
30343
აგვ 27 შბ 2016
29633
სექ 02 პარ 2016
28019
აგვ 26 პარ 2016
27528
აგვ 30 სამ 2016
25695