მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში, ოფრეთისა და ხოჯორნის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
სოფელ ოფრეთში, უკვე დასრულდა, 1075 მეტრი მოცულობის, გზის მოასფალტების სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გამოყოფილი იქნა 293 487 ლარი. რაც შეეხება ოფრეთის შიდა გზებს, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 1367 მეტრი მოცულობის გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 405 513 ლარია გათვალისწინებული.
აღნიშნულ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროეტების მიმდინარეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა მოინახულა.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რომლის შემდგომაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წლის განმავლობაში დაგეგმილი თუ განხორციელებული პროექტების შესახებ, დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია.
სიახლეები
მარნეულის მაღალმთიან დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
07 აგვ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5243
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
335
აპრ 22 ოთხ 2020
15536
აპრ 22 შბ 2017
28723
იან 09 ორშ 2017
28312
აგვ 30 სამ 2016
30335
აგვ 27 შბ 2016
29627
სექ 02 პარ 2016
28012
აგვ 26 პარ 2016
27521
აგვ 30 სამ 2016
25688