მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ტურისტული საფეხმავლო ბილიკები მოეწყო
05 ივლ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სალაშქრო ტურიზმის განვითარების მიზნით  საფეხმავლო ბილიკები  მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ  პროექტის ფარგლებში დღეს, პირველი ლაშქრობა  წოფი- სიონის  მიმართულებით შედგა, რომელშიც მონაწილეობას, მარნეულის მერი ზაურ დარგალი,  ადგილობრივ ახალგაზრდებთან და  მერიის თანამშრომლებთან ერთად იღებდა.

დღევანდელი ლაშქრობის სლოგანი „გაიცანი მარნეული“ იყო.

საფეხმავლო ბილიკების  დაპროექტება-მონიშვნის სამუშაოები მერიამ, ტურიზმის  ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით  რამდენიმე დღის წინ დაასრულა.

მარნეულის საფეხმავლო   მარშრუტები მოიცავს მუნიციპალიტეტის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელთა შორისაა  უძველესი  ძეგლები და მათი ნაშთები.

აღნიშნულ ტურისტულ მარშრუტში ღირსშესანიშნავი ადგილები, საპიკნიკე  ზონები და პანორამული ხედები შედის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5822
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1893
სექ 19 სამ 2023
2127
ივლ 05 ოთხ 2023
2265
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930